I’m Alive, Again.





• 
რასაც ჰქვია პოსტი დიდი ხანია არ დამიწერია.. ხო და… მინდა, სადმე რამე ჩემი გრძნობები გადმოვცე 🙂
ეს იცით რას გავს? რაღაც, არ ვიცი,, რაღაც საშინელი დაავადებაა, აი, თითქოს გგონია ყვირი, გგონია ყველას  ესმის, მაგრამ სბოლოოდ არავის ესმის ! და კიდევ, გგონია ყვირი, და ხმას ვერ იღებ.
ეს თან პაერკენსონსაც ჰგავს .. ხელები მუდმივად გიკანკალებს..
იცით? ყველაზე მეტად რის მეშინია? აი მაგ დაავადების, მეშინია ხელები ისე ამიკანკალდება, რომ ვეღარ შევძლებ ვერც ფუნჯის, ვერც ფანქრის ვერაფერის დაჭერას ხელში და ვერაფრის დახატვას.
მზაარავს 😐 რა ჰქვია ამ დაავადებას? 😐 აი აზრზე არ ვარ.
და ეხლა იმასაც ვხვდები, რომ იდიოტობებს ვწერ
და იმასაც ვხვდები,რომ… არაფერს არ ვხვდები.
ისე,, დიდი ხანია რაღაც წერილის დადება მინდოდ მაგრამ. არ მაქვს საკმარისი განბედაობა.
დღეს.. მე გული გამიტყეხეს (რა დრამატულია :|) და ..
უბრალოდ ჩემს მეგობარს არა რა ვიცი დაა სულიერი. ხო, მივწერე, რომ ძალიან ცუდად ვიყავი
და ვინმეს ჩახუტება მჭირდებოდა.
არაფერი მოუწერია , გამამხნევა და გავიდა.
სულ ცოტახანში, დამირეკა, რომ დაბლა ჩავსულიყავი.. 
მერე, ისე მოხდა, რომ ნუ ჩავედი, მანქანასთან იდგა და მიყურებდა. მერე მითხრა: -შენთან ჩასახუტებლად მოვედიო.
იმ დროს არაფერი მახსოვდა, უბრალოდ ძალიან მაგრად ჩავეხუტე. და ჩემთვის ტირილიც კი ზემდეტი იყო.
არ ვიცი, მერე ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ არიან ისეთი ადამიანები (რამოდენიმე) რომლისთვისაც შენ მნიშვნელლოვანი ხარ და მათთვის სულ ერთი არაა შენი არსებობა.
დიდი ხანი, მასე არავის უგრძნობინებია ჩემთვის, რომ საჭირო ვიყავი.
ნუ საერთთოდ არავის უგრძნობინებია.
არ ვიცი, სხვისთვის ეს, როოგორია, მაგრამ ჩემთვის ეს სიცოცხლის მნიშვნელობა იყო.
ხო, ასე ვამთავრებ 🙂
მიხარია, რომ შენთვის მაინც ვარ მნიშვნელოვანი.

P.S. Aishiteru ❤ 

Advertisements

The Notebook ^^ უკვდავი წერილი :)


ჩემო უსაყვარლესო ელი, 

უკვე აღარც ვიცი, რა გითხრა იმის გარდა, რომ წუხელ წამითაც არ მომიხუჭავს თვალი – წუხელ მივხვდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი. მაგრამ ახლა, წარსულში რომ ვიხედები, მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სხვაგვარად უნდა დამთავრებულიყო.
მე და შენ ძალიან განსხვავებულები ვიყავით. სხვადასხვა სამყაროდან მოვდიოდით, მაგრამ შენ მაინც იქ ქალი აღმოჩნდი, რომელმაც მასწავლა, რა არის ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი. შე მასწავლე, რას ნიშნავს სხვა ადამიანზე ზრუნვა და მისთვის თავდადება. ამით გაცილებით უკეთესი გამხადე, ვიდრე ვიყავი. მინდა, ეს ყოველთვის გახსოვდეს.
იმის გამო, რაც ჩვენ შორის მოხდა, უკეთ არა ვარ. პირიქით, ძალიან ცუდად ვარ, რადგანაც ვიცი, რომ, რაც ჩვენ შორის ხდებოდა, ის იყო და ჭეშმარიტი და ძალიან მიარია, რომ ღმერთმა ის ხანმოკლე ერთად ყოფნის ბედნიერება მაჩუქა. მაგრამ ჩვენი დაშორება საშინელი შეცდომა მგონია. და თუ ოდესმე, ძალიან შორეულ მომავალში, კიდევ გვიწერია შეხვედრა უკვე სრულიად ახალ ცხოვრებაში, აუცილებლად სიხარულით ამევსება გული და გაგიღიმებ, რადგანაც ის ხეების ძირას გატარებული ზაფხული გამახსენდება, ერთმანეთისგან ბევრ რამეს რომ ვსწავლობდით და ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა. ეგებ, სულ ერთი წამით, შენც იგივე გრძნობა დაგეუფლოს, შენც გამიღიმო და ჩვენი საერთო მოგონებების სურნელი შენც იგრძნო მაშინ. 

ძალიან მიყვარხარ, ელი. 
ნოა