ჩემი პატარა სახლის, დიდი დიასახლისი


  როდესაც მივდივარ სახლში, ჩემი სახლი, მხოლოდ ერთხელ არიის ცარიელი, როდესაც იქ არ არის ადამიანი, რომელიც ავსებს, ჩემს სულ, გონებას, ცხოვრებას და საერთოდ,იმ ყველაფერს რისი შევსებაც შეიძლება, ან არ შეიძება. სახლში მოვდივარ და ის მხვდება, როდესაც ვხედავ, ის იქ არის.. ვხვდები,რომ ჯერ ყველაფერი კარგადაა. ყოველდღე მაკვირვებს და ვხვდები, მე კი არ ვარ განსხვავებული, ის არის და ის “მაიძულებს” ვიყო სხვა. შეიძლება, იფიქროთ, ვინმე ბიჭი და ა.შ. მაგრამ ეს ბებიაჩემია, ჩემი თბილი ბებო.

x_ed71a302_large

ბევრ ადამიანს ვიცნობ, თქვენ წარმოიდგინეთ და , ძალიან ბევრის ისეთი თვისება ვიცი,რაც მათაც არ იციან, მაგრამ მისნაირს ვერავის ვხვდები. ძნელია, იპოვო ადამიანი, ვინც რეალურად აზროვენებს. ხო, მოკლედ, ჩემთვის სახლი ყველაზე ცარიელია, როდესაც ის იქ არ მხვდება, არ “მეგებება” კარებთან, არ აკვირდება ჩემს “ქამელეონის” ხასიათს და არ მეკითხება გშიაა? რა გინდა? ყავას დალევ?    საერთოდ ღამე, როდესაც არ მეძინება და ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობ, იმაზეც წამეფიქრება ხოლმე, რა მოხდება როდესაც ის წავა? მართალია, უნდა შევეგუოთ, მაგრამ, არც ისეთი პატარა ვარ ეს,რომ ვერ გავაცნობიერო..ძნელია შეეგუო, მიკვირს, ძალიან ბევრს გადაუტანია ბებიის სიკვდილი და პაპის “ფეისბუქით” იქ, გამოუგლოვიათ.. მაგრამ.მე და მას, უფრო ახლო გვაქვს, ის მე მიცნობს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის მე ვინ ვარ. ხშირად მახსენდება, როგორ მიყვებოდა პატარას ზღაპრებს (რა ბანალურია, მაგრამ მაინც) და.. დამცინოდა, ლექსები,რომ არ ვიცოდი. ის ეხლა, ერთადერთი ადამიანია, ვისაც პირდაპირ ვეუბნები ჩამეხუტე და უხმოდ მეხუტება,იმიტომ,რომ იცის ეს მე ძალიან მჭირდება და მასაც სჭირდება. ეს არის ქალი, რომელის მსგავსი ჩემთან მეორე აღარ მოვა.

Advertisements

არც ვაპირებ


  აი, როგორ ხდება ეს? შენ გეკითხებიან:”როგორ ხარ?”
შენ პასუხის გასაცემად არც ჩერდები, მოსმენითაც ძალიან ” ლევად ” უსმენ და აგრძელებ გზას იქეთ, პირდაპირ. ქარი ქრის (ამ სიტყვებზე, ყოველთვის გალა მახსენდება) მტვერია (ამაზეც) და მაინც მიაბიჯებ წინ. მე ვერც კი ვხვდები, რატომ ვყვები შენზე, ან საერთოდ რა შუაშია შენთან ქუჩა, ან გალა. “გენიოსები არ ხდებიან, ასეთებად იბადებიან”, მართალია, მართალია.

 tumblr_lm840cDgNq1qkmgclo1_500
ხო, მერე სწრაფად უხვევ და შენ მყუდრო, ჩუმ, მაგრამ ცივ სადარბაზოში შედიხარ. ხმაურით იკეტება და ძველ კიბეებზე ადიხარ, თან გონებაში ითვლი. გასაღებს ხმაურით იღებ, (ხო, ლამის დამავიწყდა, სანამ შენი არსებობით ვიღაც დაინტერესდებოდა, მანამდე მეყვავილესთან ზიზილები იყიდე, კუთხის მაღაზიაშიც შეხვედი, სიგარეტი და ცოტა ყავა წამოიღე. ) შედიხარ შენს სახლში, სახლია ხომ, აბა სხვა რა უნდა უწოდო? ეტყობა ისიც გამოიფიტა, ფეხსაცმელს უკვე დიდი ხანია აღარ იხდი სახლში შესვლისას, შენ ძველ პალტოს იქვე აგდებ, გაზზე გაწუწულ ჩაიდანს დგამ, იღებ სიგარეტს და შენს საწოლზე ეხეთქები. ცოტა ხანს სიგარეტს აბოლებ, და იაფასიანი მისი სუნი გკლავს, არც მისი კვამლი ჩერდება დიდხანს, ხელს ურევ მასში, იქნებ რამე შენეული შეიგრძნო.. მაგრამ უცბად ამჩნევ,რომ ჩაიდანის გამგმინავი ზუზუნის ხმა ისმის.
ყავა უკვე დაასხი, იხედები ფანჯარაში, სადაც ის სამყაროა, რომელსაც 10 წუთის წინ გამოექეცი.მე კიდევ, ისევ ვწერ შენსზე.
ყავას ოდნავ მოსვამ, ტუჩები გისველდება, გინდა, ვინმე იყოს კიდევ,რომ გაიგოს თუ რა გემრიელია შენი ყავა.  და სიგარეტი? სად არის შენი სიგარეტი?  
მე არ აგღიქვამ როგორც მხატვარს, ან რაიმე მასეთს. შენ ძალიან უბრალო ხარ, რომ ამხელა პიროვნება იყო. არც ადამიანად.. საერთოდ, მიკვირს როგორ არსებობ? 
მე ისიც მიკვირს, ისიც მაკვირვებს, რომ..
არ გცივა? 
მე კი, ცოტა.
იცი? მე ისევ ოკეანეში ვწევარ და თოლიებს ვითვლი, იცი? მე ისევ ყავას ვსვამ და მის სუნს ვიმახსოვრებ.   ჩემს გარშემო დიდი ლენტა და ლამაზია ისე.. აი ეს სურათიც, რომ ვწერ ნელ-ნელა გვერდზე გადადის. კარგი რა, კარგი რა. წამოდი, წამომყევი რა.. წამომყევი.
ვიცი, რომ ისევ გრძნობ სუნს.  იცი, მაშინ ძალიან დიდხანს ,რომ გიყურე, მინდოდა შენი  სახე სამუდამოდ დამმახსოვრებოდა, მაგრამ არ მეყო და მავიწყდება.. მე კი.. ბნელა, ძალიან ბნელა, მაგრამ შენი სუნი ხელებზე მაინც ამდის, აღარ მინდა რამეს შევეხო, შენი სუნია, შენი..
tumblr_mi865hvEVb1qzcq51o1_500