და მიდიოდა ჩვენი დრო.


Image

ხო,,, დილით ყავა დავლიე, მერე ჩავიცვი და გავედი. 
სიმართლე გითხრათ, დიდიხანია ჩემს სხეულს მისი სახელი აღარ უყვირია. 
კიდევ ის,რომ არც გამხსენებია, მაგრამ ამინდი მას ჰგავდა.
ცოტახანში დათბა და ისიც გაქრა.
ნელა მივდიოდი, უჩვეულოდ, მიუხედავად იმისა, რომ თბილოდა ხალხი არ იყო გარეთ.
სადღაც სკვერში დავჯექი, ცხვირიდან სისხლი წამსკდა, ამ ბოლო დროს ხშირად ხდებოდა ეს. ყოველდღე . მზემ უფრო გამოანათა.
მე წყნარად ვიჯექი და … ქარი ქროდა, პირველად მესიამოვნა მისი ქროლვა, მხოლოდ ერთხელ. 
გვერდით ვიღაც მომიჯდა, არც გამიხედავს და მისმა სიგარეტის სუნმა შემაწუხა. 
გახედვა არ მინდოდა, წამოდგომა დავაპირე და .. “დარჩი”, ხმა, ხმა… ეს ხმა.
დავჯექი, ისევ არ შევხედე, ვხვდებოდი, მესამე ღერს ეწეოდა და იღიმოდა.
-როგორ ხარ?
-…
-მიპასუხე.
-…
-ვხვდები. მეც ეგრე ვარ.
-.. ხო
-შენი ხმა მომენატრა
-ააა
-ხდება რამე?
-სიგარეტს ისევ ეწევი?
-არ დაგაკლდი?
-ის რაც არ არსებობს არ აკლდებათ.
-(გაეღიმა, არ დამინახავს, მაგრამ მივხვდი). გახსოვს რა გითხარი?
-მე შენი სახელიც აღარ მახსოვს.
-წლები გავა.
-გავქრით.
-მჭირდები.
-(გამეღიმა)
-რა? მარტო შენ მგრძნობ.
-(გამეღიმა, ისევ). აღარ.
-ხო. (მეოთხე ღერი)
-იასამნის სუნია.
-ჩვენი სუნი.
-ჩვენ? (მეღიმებოდა)
-კი, კი. ისევ ეს დრო. 
-ერთი წელი.
-ხომ კარგად ხარ?
-ძალიან.
-ხო, ვიცი. 
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-კი.
-ერთმანეთისთვის არ შეგვიხედავს.
-ისე წავიდეთ არ შევხედოთ.
-კარგი.
-ღიმილს ვერ მიეჩვიე?
-შენ?
-არ მახსოვს.
-წავედი.
-აა, კარგი. (მეტი აღარ მოუწევია)
  კარგად.
-ნახვამდის.
-სამუდამოდ მემშვიდობები?
-სამუდამო არაფერია.
-ისევ.
-მცივა.
-ხელი მომეცი.
-წავედი.
-შემოგხედავ რა..
-წავედი.

10:10. ისევ ეს დრო.

Advertisements