გელი.


 

tumblr_mojnch62361srad0yo1_500რამდენჯერ გითქვამს,რომ ჩემთან იქნებოდი, სულ ჩემთან ამი? დაუნახავი ვარ, ძალიან დაუნახავი.. დაგიბრუნდი ისევ, მაგრამ ვერ გპოულობ. ნუთუ ესეთი ძნელია ისევ ერთმანეთით ვისუნთქოთ. ყოველ თვეში ერთხელ მოგწერ.. მხოლოდ ერთხელ. მინდა მარტო მე დაგიძახო “ამი”. მხოლოდ მე. შენ ჩემი ულევი მუზა ხარმ რომელიც არ მიდის. თითები… შენდამი უმისამართოდ დაწერილი სიტყვები.. ისევ ვკითხულოვ შენს ერთადერთ შემორჩენილ წერილს და მახსენდება შენი ხმა… გთხოვდი დარჩი, შენ ვიცი,რომ იღიმოდი და ამბობდი, მე სულ შენთან ვიქნებიო. ნუთუ შენც მომატყუე?
შენს სიტყვებს ვიმეორებ, მითხარი როცა იწვიმებს გამახსენდებიო, ამი წვიმდა, წვიმდა და მე უშენოდ… მინდოდა ერთად შეგვეგრძნო მისი სუნი.. მომენატრე. ისევ მინდა მითხრა, მხოლოდ შენ,, რომ გიყვარხარ. შენ ხარ სულად გცეული, ჩემში ჩარჩენილი. ჩემი წვიმის მე ხარ. არ მინნდა სამუდამოდ გაგიშვა, საბოლოოდ მომკლავს. დაბრუნდი აქ, მე გელი.tumblr_mojuxhO06I1rl2q9do1_500

Advertisements

იქითკენ


აი, მუზაც აღარ მყავს, სიჩუმეც მაბედნიერებს. გზა მინდა, გზა, ფოთლებით და სუნი მინდა, მხოლოდ მისი სუნი.
მიყვარს, იმ ქუჩაზე გავლა, იქ შემიძლია სუნი ვიგრძნო, ტკბილი სუნი. უკვე, წყლის ცივი წვეთები მსიამოვნებს, ნელა დამდიან და შემდეგ ისინიც სადღაც იკარგებიან.
ყოველთვის , არა, ნუ, მაინც ყოველთვის მეგონა, რომ შემეძლო უმიზეზოდ გაღიმება.
მინდა გაგათბო. უნდა გკითხო… შეგიძლია ისევ გამიღიმო?
შენც, ხომ ისე იშვიათად იღიმი. თითოეული ამოსუნთქვა, შენს სახელს იმეორებს. თითოეული, თითო(ეული). 
იცი, უმისამართო წერილს ველი, მგონია, რომ მოვა.
მე თვით გაფერადებული რომანტიკოსი ვარ.
მე არ მოვშორდები ცას. 
არც დავწერ ფერად ლექსებს, არც რითმით.
მინდა, მხოლოდ იღიმოდე. ჩემით ან ჩემში იღიმოდე.
არ იტირო, არ მიიყვარს ცრემლები. 
არც დამემშვიდობო, ეს სამუდამოდ წასვლას ნიშნავს.
მე კი, მუდმივობის არ მჟერა.
უფერო ფორები. უხმო სიტყვები. მიხარია,რომ წვიმს.
ეხლა არა, ჩემში წვიმს, იმედია იწვიმებს შენშიც.
არ გემშივდობები.

Image