რა არ ხდება თურმე თურქეთში (?!)


დიდიხანია არაფერი დამიწერია (რატომ ესე ბანალურად?) მოკლედ, ქართულის მასწავლებელმა დავალება მოგვა, უნდა დაგვეწერა ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რაიმე ამბავი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა ჩვენზე. მე მაშინვე მივხვდი რაზეც დავწერდი და… მოკლედ, აი, ისიც 🙂

Alanya-Kleopatra-beach-hotels-Antalya-Turkey

აპრილი იდგა, იმ წელს ასე ვთქვათ მოდაში იყო თუქრეთში წასვლა, უმეტესობა ცეკვის ჯგუფებს მიყვებოდა. მე ლატვიაში ვაპიებდი გამგზავრებას გაცვლითი პროგრამით, მაგრამ ჯანმრთელობამ ხელი შემიშალა და ვერ წავედი დანიშნულ დროს. უცბად, გამოჩნდა თურქეთში წასვლის ვარიანტი და მეც წავედი ნაცნობებთან ერთად. ავტობუსით 36 საათი ვიარეთ (თავიდან კი ბევრი ვიწუწუნე, მაგრამ მერე დავრწმუნდი,რომ  ჯობია თვითფრინავს, უფრო ბევრ საინტერესო რამეს ნახულობ). საბოლოოდ ჩავედით ალანიაში. საქართველოს სიცივიდან, ნამდვილ ოაზისში მოვხვდით.

   მთელი დღეები დავბოდიალობდი მეგობრებთან ერთად ქალაქის ქუჩებში, უკვე მეგონა, რომ მთელს ქალაქს ვიცნობდი. მაგრამ ერთ დღეს, პატარა ბაზრობა შევნიშნე, ვიწრო ქუჩა შედიოდა, არაბული ტანისამოსი იყიდებოდა, უფრო შიგნით, რომ შევედი აქლემის ტყავით დამზადებული საქონელი ჰქონდათ გამოტანილი. დახლზე ბლოკნოტები და სამაჯურები ელაგა.
     უცბად გამოვიდა შიგნითა ოთახიდან ერთი კაცი. დაბალი გარუჯული, “დრედებით” და რაღაცნაირი თვალებით. კაცმა შემატყო,რომ უცხოელი ვიყავი და ინგლისურად დამიწყო საუბარი. როგორც აღმოჩნდა, მას ქართველი ცოლი ჰყოლია, შიგნით შემიპატიჟა, გაგაცნობო. შევყევი, დღემდე არ ვიცი, რატომ,როგორ… მაგრამ იმ წამს ვერ გავიაზრე რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ოთახში შესვლას. 
    ოთახმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მთელი კედლები ინდიელების მსგავსი ნიღბებით იყო მორთული, მაგიდასთან ქალი იდგა და კიდევ ერთ ნიღაბს ხატავდა. ქერა, ცისფერთვალება, მაღალი, გამხდარი ახალგაზრდა გოგონა იყო.
იღიმოდა. მივუახლოვდი და ქართულად დავუწყე საუბარი. არ ვიცი, მომეჩვენა თუ მართლა,  თვალები აუციმციმდა,  მაგრამ არ შემოუხედავს, სადღაც შორს იცქირებოდა. ცოტახანში ჩემი მეგობრები მოვიდნენ. 
საბოლოოდ, მივხვი,რომ ნარკოტიკული საშუალების დიდი დოზის ზემოქმედების ქვეშ იყო, მიმიკა გაქვავებული ჰქონდა.
საბოლოოდ, გავაკრვიე,რომ 10 წელი საქართველოში არ ყოფილა, ნახალოვკელი იყო და ნიღბებს ხატავდა. (რაღაცნაირად ლაპარაკობდა, თითქოს…) შეძრწუნებული გამოვედი იქიდან, ჩემი მეგობრები დარჩნენ. ძალიან ჩამაფიქრა ამან…
იმ კაცს გოგოებისთვის სამაჯურები უჩუქებია… 
დღესაც მახსოვს იმ ოთახის სუნი, რაღაცნაირი აურა და იმ ქალის ლაპარაკი ჩამესმის. რაღაცნაირი, თითქმის გაქვავებული სიტყვები,რომლებსაც სიცოცხლე სურდათ.

images

Advertisements

აზრი გაადმოაფრქვიე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s