My wish list ;)


 

Image

 

მოკლედ ძალიან მომენატრა აქაურობა, ახალი წელსაც გილოცავთ, შობასაც და მოკლედ რაც მოსალოცია ყველაფერს! დღეს ცუდი ამინდია, საშინლად! თოვდა, მერე ეს თოვლი დადნა და იშვა “ჭყაპი”. ამისდა მიუხედავად მე და ნუცა გავედით გარეთ და ვისხედით “Read Cafe”-ში. 
მერე ჭყაპუნ-ჭყაპუნით დავშორდით ერთმანეთს.
მოკლედ სახლში სუპერ გაყინული დავბრუნდი და როგორც ყოველთვის გათბობისას (გამათბობელს ზედ ვაჯექი) ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობდი. უცბად, რატომღაც მომინდა,რომ (ნეტა რატომ) თბილ ქვეყანაში მეცხოვრა. ეს ასევე განაპირობა დეიდაჩემის გაზიარებულმა პოსტა, მასზე მინაწერმა მისმა სურვილმა,რომ ბრაზილიაში უნდოდა 🙂
და მეც დავფიქრდი, თუ რა მინდოდა მე… ამიტომ გადავწყვიტე ჩემი “ვიშ ლისტი” ჩამოვწერო 🙂 და მაინც რათ უნდოდა ამხელა შესავალი ამას? რავიცი, რავიცი…
1.მინდა,რომ თბილ ქვეყანაში ვცხოვრობდე (სადაც სუუუუუულ ცხელა)
2.მინდა, დიდი კაფე მქონდეს, წყნარი, მშვიდი.
3.მინდა, რომ წიგნი გამოვცე.
4.მინდა, საკუთარი ატელიე მქონდეს.
5.მინდა,რომ მქონდეს დიდი აკუარიუმი.
6.მინდა,რომ ზღვაზე მქონდეს პატარა სახლი.
7.მინდა,რომ სულ მქონდეს წიგნის კითხვის დრო.
8.მინდა,რომ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი კარგად იყოს 🙂
9.მინდა,რომ ხალხი გონს მოეგოს.
10.მინდა,რომ ყველა ჩემი სურვილი ამ ” ვიშ ლისტიდან” ახდეს(ჰო, კაი… ყველა თუ არა 1-2 მაინც 😦 )

სულ ეს არის, სულ რაღაც 10 სურვილი. 🙂

Advertisements

აზრი გაადმოაფრქვიე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s