უმისამართო.


მიყვარს უმისამართო წერილების წერა, თავისუფლად ვწერ. იმას გადმოვცემ რასაც მართლა ვგრძნობ. ვიცი,რომ იმ ადრესატს არ მიუვა, ვისზეც ვწერ… ასე,რომ..
და მაინც, მომდის პასუხი ერთ წერილზე. (მე ხომ ძალიან მიყვარს წერილები)
ამ პასუხის ლოდინში, თითები ნელ-ნელა გამიხდა, თმაც გავერცხლისფერდა… ჰოდა…
ტუჩების კანკალით ვიწყებ მის კითხვას.

Image
“მენატრებოდა სულ ის დრო,როცა შენი წერილი მხვდებოდა, დილით. შენი სიტყვები,რომელიც არავის აქვს. მარტო ჩვენ შეგვიძლია დავჯდეთ ერთად, წვიმაში დავინახოთ მზე და თან  დავლიოთ ყავა. მე ისევ ადიდებული მდინარე ვარ, რომელსაც დღესაც არავინ ჰყავს. გახსოვს, პირველად,რომ დამელაპარაკე რა მითხარი? წავსულიყავი, შენგან წავსულიყავი… მაგრამ არ წავედი, დავრჩი. უბრალოდ, ასე არასოდეს მომდომებია შენს თმაზე მოფერება, ახლოს,რომ ყოფილიყავი ჩემთან, შენი ხელი მჭეროდა და გამეთბე. იცი, რამდენჯერ გავსულვარ წვიმაში? ვიცი,რომ ეს უკანასკნელი ჩემს თავს გახსენებს, ამიტომ სულ მინდოდა,რომ ეწვიმა… სულ. 
შენ არ იყავი ჩემთან, მაგრამ ჩემში იყავი. შიგნიდან მათბობდი, შენი წასვლა ჩემგან აღარ შეიძლება, დარჩი.”

Advertisements

2 thoughts on “უმისამართო.

აზრი გაადმოაფრქვიე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s