წერილი მა–ს.


large

ვწერ ჩემს მამიკოს 🙂 რომელიც წავიდა 11 წლის წინ ჩემგან, არ გარდაცვლილა, სხვაგან წავიდა.

ეს დღეებია ძალიან მენატრება. ესე ძალიან პირველად, რომ წამოვიდა მაშინ მენატრებოდა..
ჰო, ეხლა ის გერმანიაშია.
გუშინ მთელი ღამე ვიხსენებდი ჩვენს ერთად გატარებულ დღეებს.
მამას ყოველ დღე ვხედავ სარკეში, ძალიან ვგავარ. წერისას ჩემს თითებს,რომ ვუყურებ მისი თითები მახსენდება. 
მა, გახსოვს დიდი თოვლი,რომ მოვიდა და საგუნდაოდ სტალინის ბაღის ეზოში გავედით?! თან ყუთი გვქონდა, პატარა თოვლის ბაბუა ავაშენეთ და შიგ ჩავაწვინეთ, მერე კი იქ დავტოვეთ…
მა, გახსოვს სარდაფში,რომ პატარა ზოოპარკი იყო? სულ,რომ იქ დაგყავდი.. 
მა, გახსოვს ერთად,რომ ვუყურებდით “ანაკონდას”?
მა, გახსოვს ახალი წელი? ფოირვერკს,რომ ვუყურებდით მეოთხე სართულიდან და მე მეშინოდა გადავარდნის და მაგრად გეხუტებოდი.
მა, გახსოვს დახატვას,რომ გთხოვდი? შენ სულ მიხატავდი, სულ, მე კი, ვცდილობდი მიმებაძა.
მა, გახსოვს ლამის ავარიაში,რომ მოვყვეით? შემდეგ შენ წამიყვანე და ‘ალადინი’–ს კასეტა მიყიდე, შემდეგ სახლში, ორივე ვუყურებდით მას და ვიცინოდით სასაცილო ვაჭარზე. 🙂
მა, ქობულეთი გახსოვს? თევზებს,რომ ვათვალიერებდით და ვაჭმევდით..
მა, გახსოვს გველთან ჩვენი სურათი? მე,რომ თეთრი გველი მინდოდა 🙂

მა, გახსოვს პირველი ჩემი დაბადების დღე შენს გარეშე? მე კი.
მახსოვს, ყველაფერი მახსოვს./
ვიცი,რომ შენზე მეტად არავის ვგავარ და არავის ესმის.
არც მე შემიძლია გამოვხატო გრძნობები 🙂
სიყვარულითაც ისე მიყვარს თითქოს მძულდეს..
ვიცი, ვიცი,რომ რაც არ უნდა მოხდეს შენი პატარა გოგო ვიქნები, შენი პირველი სიხარული.
ვიცი,რომ გიყვარვარ 🙂 
იმედია, ამას ოდესმე წაგაკითხებ .
მინდა იცოდე, ძალიან, ძალიან, ძალიან მენატრები 🙂

Advertisements

აზრი გაადმოაფრქვიე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s