Untitled #139


Untitled #139

Lace top
nelly.com

MANGO fur lined coat
$74 – mango.com

Balenciaga leather boots
$1,030 – brownsfashion.com

Mulberry blue handbag
$1,420 – mulberry.com

Lime Crime lipstick
dollskill.com

Advertisements

Summertime Sadness


image

როგორც იქნა მოვიცალე და მოვახერხე პოსტის დაწერა 🙂 რატომღაც ჩემი პოსტის წერას სულ წვიმა ემთხვევა. ეს დღეებია რაღაც მელანქოლიურად ვარ განწყობილი,ამას დაემატა სოფელში თითქმის ერთი დღის ყოფნა, მე კი, მძულს ეს ზემოთხსენებული. მოკლედ, დღეს როდესაც ტაქსის უკანა სავარძელში ვიჯექი Continue reading

ერთხელ ოლიმპოზე


Image 

ჩემს ამ წამიერ მდგომარეობას ავღწერ: ჩაი მიდევს წინ (რა თქმა უნდა უშაქრო), გარეთ დაუნდობლად წვიმს და რაღაც მაღელვებს.
ეს ესაა გავაცნობიერე,რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც საოცრად ჩემიანია, მაგრამ გვერდით არ მყავს. არც მეყოლება.
მოკლედ მოვყვები… ჩვეულებრივად დავდიოდი აქეთ-იქით და გადავწყვიტე ცოტახნით ოლიმპოზე ავსულიყავი (ბერძნული და რომაული მითოლოგია ჩემი უსაყვარლესი სფეროა) ჰოდა, როდესაც ავედი, ქართულ ბლოგს გადავაწყდი და ჰოი საოცრებავ, ქართველის ბლოგი ვიპოვე. რა თქმა უნდა, შევედი. გავოგნდი, ადამიანი ესე ძალიან მგავდეს, ამდენი რაღაც დავიჭირო საერთო არ ვიცი. განსაკუთრებით, ის,რომ არ მინახავს ბიჭი, რომელსაც უყვარდეს ბერძნული მითოლოგია და ჩემნაირად იყოს შეპყრობილი თვიღგანდიდების სენით. მაგრამ, აქ იყო ერთი წინაღობა, შიში, შიში იმისა,რომ არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ბლოგში ჩანდა, მისი ნაწერით, ასევე ერთი ქარაფშუტა “მექალთანეც” იყო. მოკლედ, მაინც შემიყვარდა 😀 ეს არის იყო ერთი ნახვით შეყვარება, ეს იყო, ერთი წაკითხვით შეყვარება. ეს ბიჭი ყოველთვის იქნება ჩემთვის გაიგივებული ზღვასთან,რომ ჩავალ ზღვაზე (ოოო ეს ტავტოლოგიააა) ჩავიფიქრებ.
მაგრამ მალე გამოვედი მისი ბლოგიდან, წავშალე მისამართი ანუ History და ასე დავემშვიდობე მას. 
ამის მერე კი, წვიმაც დაიწყო.. მივხვდი ზევსი დამცინოდა ჩემი სიმხდალის გამო. 🙂
 

და რა ვქნა?!



tumblr_mf9jllsxvL1rdju27o1_500_large

ვუყურებ ჩემს ბლოგს და ასე მგონია,რომ მეკითხება: “რაზე ფიქრობ? საერთოდ გახსოვარო?” ხო, ბლოგი და პატრონი ერთმანეთს უნდა გავდნენ:) ჰოდა, მეც ხომ არავის ვახსოვარ, არც ეს გაახსენდეთ, რამოხდება რო?
ჩემს “ცხოვრაბაში” არაფერი არ ხდება 🙂 ჩვეული ქაოსია, მე კიდევ ამ ქაოსიდან ღმერთების წარმოშობას ისევ ველი 🙂
არ მინდა დეპრესიულ ტიპშას ვგავდე ან რაიმე მსგავს, პროსტა, აი, არავინ არ მყავს, მართლა.
ნუ, როგორ შეიძლება ადამიანი არსებობდეს, რომელსაც არავინ არ ჰყავს , მაგრამ… იმედი,რომ მქონდეს ვინმესი არ არსებობს ბუნებაში მსგავსი არსება (საკუთარი თავის გარდა)
ისე, ბევრი რამ კი ვისწავლე ამ ბოლო დროს
1. არასოდეს არ უნდა გაექცე პრობლემებს (ვიცოდი, მაგრამ უფრო განვიმტკიცე)
2. იმედია, საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ არავის უნდა ენდო
3. არავის უნდა მივეჩვიო
4.არავინ არ უნდა მოვუშვა ახლოს
ჰოდა, ვარ ესე. მარტო, ჩემთვის (სულიერად რა თქმა უნდა)
სოუ, სულ ეს იყო, უბრალოდ, ძალიან, ძალიან მომინდა რამის დაწერა და გაზიარება!
ჰოდა, ვისაც არ გჭირდებით: კარგად ჩემო მეგობრებო!

უმისამართო.


მიყვარს უმისამართო წერილების წერა, თავისუფლად ვწერ. იმას გადმოვცემ რასაც მართლა ვგრძნობ. ვიცი,რომ იმ ადრესატს არ მიუვა, ვისზეც ვწერ… ასე,რომ..
და მაინც, მომდის პასუხი ერთ წერილზე. (მე ხომ ძალიან მიყვარს წერილები)
ამ პასუხის ლოდინში, თითები ნელ-ნელა გამიხდა, თმაც გავერცხლისფერდა… ჰოდა…
ტუჩების კანკალით ვიწყებ მის კითხვას.

Image Continue reading

My wish list ;)


 

Image

 

მოკლედ ძალიან მომენატრა აქაურობა, ახალი წელსაც გილოცავთ, შობასაც და მოკლედ რაც მოსალოცია ყველაფერს! დღეს ცუდი ამინდია, საშინლად! თოვდა, მერე ეს თოვლი დადნა და იშვა “ჭყაპი”. ამისდა მიუხედავად მე და ნუცა გავედით გარეთ და ვისხედით “Read Cafe”-ში. 
მერე ჭყაპუნ-ჭყაპუნით დავშორდით ერთმანეთს.
მოკლედ სახლში სუპერ გაყინული დავბრუნდი და როგორც ყოველთვის გათბობისას (გამათბობელს ზედ ვაჯექი) ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობდი. უცბად, რატომღაც მომინდა,რომ (ნეტა რატომ) თბილ ქვეყანაში მეცხოვრა. ეს ასევე განაპირობა დეიდაჩემის გაზიარებულმა პოსტა, მასზე მინაწერმა მისმა სურვილმა,რომ ბრაზილიაში უნდოდა 🙂
და მეც დავფიქრდი, თუ რა მინდოდა მე… ამიტომ გადავწყვიტე ჩემი “ვიშ ლისტი” ჩამოვწერო 🙂 და მაინც რათ უნდოდა ამხელა შესავალი ამას? რავიცი, რავიცი…
1.მინდა,რომ თბილ ქვეყანაში ვცხოვრობდე (სადაც სუუუუუულ ცხელა)
2.მინდა, დიდი კაფე მქონდეს, წყნარი, მშვიდი.
3.მინდა, რომ წიგნი გამოვცე.
4.მინდა, საკუთარი ატელიე მქონდეს.
5.მინდა,რომ მქონდეს დიდი აკუარიუმი.
6.მინდა,რომ ზღვაზე მქონდეს პატარა სახლი.
7.მინდა,რომ სულ მქონდეს წიგნის კითხვის დრო.
8.მინდა,რომ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი კარგად იყოს 🙂
9.მინდა,რომ ხალხი გონს მოეგოს.
10.მინდა,რომ ყველა ჩემი სურვილი ამ ” ვიშ ლისტიდან” ახდეს(ჰო, კაი… ყველა თუ არა 1-2 მაინც 😦 )

სულ ეს არის, სულ რაღაც 10 სურვილი. 🙂

ჩემს მარიამს !


Image

Image

მოკლედ, დღეს არის ჩემი ფაქტიურად დის დაბადების დღე. ვიცი მარიამ, ეხლა სხვის დაბადების დღეში ხარ და რომც დაგირეკო ვერც გაიგებ და ვერც ნორმალურად დაგელაპარაკები (მასაც ვულოცავ დაბადების დღეს) ხვალ დაგელაპარაკები კარგად.
მოკლედ მინდა, მოგილოცო, გისურვო ის აგხდენოდეს რაც გულით გინდა. მინდა იყო სულ ჩემს გვერდით, ფიზიკურად თუ არა, სულიერად მაინც. 
მე მიყვარხარ ძალიან. ვიცი,რომ შენც. ხარ ის ადამიანი,რომელსაც ვენდობი.
გიცნობ დაბადებიდან, არ განსხვავებ საკუთარი თავისგან და ვიცი შენც.
ჩემთვის ყველაზე თბილი ადამიანი ხარ.
შენი ყველაფერი მიყვარს, ისიც მიყვარს როცა ბუზღუნებ , ისიც როცა ყელში მკოცნი და მე მეღიტინება და  მერე მეც გებუზღუნები.
უკვე დიდი გოგო ხარ, სულ ჩემზე დიდი იქნები, მაგრამ ვიცი,რომ სულ ჩემთან იქნები.
მოკლედ, მინდა იყვე ძალიან ბენდიერი, არ მოგკლებოდეს სიხარული, აგიხდეს ყველა გულით ნანატრი ოცნება და უფალი გფარავდეს.
ნენეს ძალიან უყვარხარ შენ ❤

Image

რა არ ხდება თურმე თურქეთში (?!)


დიდიხანია არაფერი დამიწერია (რატომ ესე ბანალურად?) მოკლედ, ქართულის მასწავლებელმა დავალება მოგვა, უნდა დაგვეწერა ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რაიმე ამბავი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა ჩვენზე. მე მაშინვე მივხვდი რაზეც დავწერდი და… მოკლედ, აი, ისიც 🙂

Alanya-Kleopatra-beach-hotels-Antalya-Turkey

Continue reading