რა არ ხდება თურმე თურქეთში (?!)


დიდიხანია არაფერი დამიწერია (რატომ ესე ბანალურად?) მოკლედ, ქართულის მასწავლებელმა დავალება მოგვა, უნდა დაგვეწერა ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რაიმე ამბავი, რამაც ოდნავი გავლენა მაინც მოახდინა ჩვენზე. მე მაშინვე მივხვდი რაზეც დავწერდი და… მოკლედ, აი, ისიც 🙂

Alanya-Kleopatra-beach-hotels-Antalya-Turkey

Continue reading

ჩემი პატარა სახლის, დიდი დიასახლისი


  როდესაც მივდივარ სახლში, ჩემი სახლი, მხოლოდ ერთხელ არიის ცარიელი, როდესაც იქ არ არის ადამიანი, რომელიც ავსებს, ჩემს სულ, გონებას, ცხოვრებას და საერთოდ,იმ ყველაფერს რისი შევსებაც შეიძლება, ან არ შეიძება. სახლში მოვდივარ და ის მხვდება, როდესაც ვხედავ, ის იქ არის.. ვხვდები,რომ ჯერ ყველაფერი კარგადაა. ყოველდღე მაკვირვებს და ვხვდები, მე კი არ ვარ განსხვავებული, ის არის და ის “მაიძულებს” ვიყო სხვა. შეიძლება, იფიქროთ, ვინმე ბიჭი და ა.შ. მაგრამ ეს ბებიაჩემია, ჩემი თბილი ბებო.

x_ed71a302_large

ბევრ ადამიანს ვიცნობ, თქვენ წარმოიდგინეთ და , ძალიან ბევრის ისეთი თვისება ვიცი,რაც მათაც არ იციან, მაგრამ მისნაირს ვერავის ვხვდები. ძნელია, იპოვო ადამიანი, ვინც რეალურად აზროვენებს. ხო, მოკლედ, ჩემთვის სახლი ყველაზე ცარიელია, როდესაც ის იქ არ მხვდება, არ “მეგებება” კარებთან, არ აკვირდება ჩემს “ქამელეონის” ხასიათს და არ მეკითხება გშიაა? რა გინდა? ყავას დალევ?    საერთოდ ღამე, როდესაც არ მეძინება და ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობ, იმაზეც წამეფიქრება ხოლმე, რა მოხდება როდესაც ის წავა? მართალია, უნდა შევეგუოთ, მაგრამ, არც ისეთი პატარა ვარ ეს,რომ ვერ გავაცნობიერო..ძნელია შეეგუო, მიკვირს, ძალიან ბევრს გადაუტანია ბებიის სიკვდილი და პაპის “ფეისბუქით” იქ, გამოუგლოვიათ.. მაგრამ.მე და მას, უფრო ახლო გვაქვს, ის მე მიცნობს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის მე ვინ ვარ. ხშირად მახსენდება, როგორ მიყვებოდა პატარას ზღაპრებს (რა ბანალურია, მაგრამ მაინც) და.. დამცინოდა, ლექსები,რომ არ ვიცოდი. ის ეხლა, ერთადერთი ადამიანია, ვისაც პირდაპირ ვეუბნები ჩამეხუტე და უხმოდ მეხუტება,იმიტომ,რომ იცის ეს მე ძალიან მჭირდება და მასაც სჭირდება. ეს არის ქალი, რომელის მსგავსი ჩემთან მეორე აღარ მოვა.

კიდევ “ერთხელ” ის.. :*


რა არის ოცნება? მკითხა ნუცამ..

До скорой встречи !!!

ის.,, ვუპასუხე ბანალურად !
ის… ხო ის.. ისევ ის… ჩემი ის !

Continue reading

დედამიწა? ოხ.. თქვენაირი რომ არის?


 არ ვიცი ამ შუაღამისას რამ მომაგონა პოსტის დადება, მაგრამ ისე ცუდად ვარ, არ შემეძლო ჩემი გრძნობები აქ არ დამეწერა.

Continue reading

უფრთოდ ფრენა მასწავლე !


ააააააააააააააა!!!!!!!! უკვე იმდენი მქონდა დაწერილი და სულ სულ სულ წამეშალა :@ ოოო ღმერთო ჩემო! და უკვე წამიხდა ხასიათი. ეხლაა,, მოკლედ, მიხარია, რომ იმ ერთფეროვან, ნაცრისფერ ქალაქს მოვშორდი. და ცოტაა… მოკლედ, ეხლა ვუსმენ Time of our lives და… ვიხსენებ, ყველაფერს რაც იყო. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს…  ძალიან, ძალიან ბევრს. იცით? მე გრძნობა გამიქრა, აი ეხლა ვხვდები, რომ ნელნელა მიქრება და აღარ მოგაბეზრებთ, თავს ჩემი სასიყვარულო პოსტებით დაა პესიმისტობით. არ მესმის რატომ ვუყურებდი ამ ჩაის მასე ცუდად? მშვენიერი ყოფილა, ოღონდ ცივი, მწვანე ჩაი. რადგან მთელი დღეები მარტო ვიქნები სახლში, გადავწყვიტე, ყოველ დილით ავღსდგე და ვივარჯიშო, ან ვიცეკვო–ცეკვა ჯობია.

Continue reading

პახუისტი ნაცრისფერი


  მოკლედ ძლივს მოვახერხე კომპიუტერის ხელში ჩაგდება რაა… ! ესეიგი, ეს დღეები სულ აქეთ-იქით ვარ, ჯერ რუსთავიი, მერე გორი, მერეე .. ვაიმე, როგორი მტკინვეული თემაა ჩემთვის-სოფელი, ხო აქ იქ ვიყავი, როცა … მოკლედ გუშინ, არც სინათლე იყო, არაფერი, ყველანაირი ცივილიზაციის გარეშე, უბრალოდ იყო სახლი, და ციოდა საშინლად, მთელი ღამე შუა ივლისსში საბანი მეფაარა ძალიან ციოდა.. + პლედები  და რავიცი. ხო, ჩემს ძველ დღიურს მოვრჩი და ახალს ვიწყებ! ჩე გევარას დიზაინით!!!

Continue reading

ვარდისფერი ვარსკვლავის გვერდით რომაა, ის ვარსკვლავი !


აპპაპააპაპაპაა ! ეხლა ჩუუუჩუუ ! სიყვარული უნდა აგხსნა ! სულ ! ვაიმე, რას ვაკეთებ იცი? 😀 იცი? ნწუ, შენ არაფერი არ იცი! მე შენ გიხსნი სი ყვა რულს!!!! -უკვე 12 ხდებოდა, ცხელოდა, ზაფხულის ძალიან მაგარი რამე იყო, მე კი ნახევრად მთვრალი ვიდექი შუა ქუჩაში და ვყვიროდი მსგავს სისულელებს 😀 ის კი იდგა მოშორებით და… მიღიმოდა, ჩემთან ერთად იცინოდა, შემდეგ ნელა მომიხლოვდა, თითქოს არ უნდა, რომ დამაფრთხოსო, წელზე ნაზად მომხვია ხელები, მე თავი უკან გადავწიე და ვარსკვლავებს მივაჩერდი და ჩემი ასტროლგიური ცოდნით, ვითომ ვპოულობდი თანავარსკვლავედებს 😀 ცოტახანში ჩვენი თანავარსკვლავედიც აღმოვაჩინე!

Continue reading

მე შევძლებ ფრენას.. !


  დღეს სკოლიდან მოსულს (რაღაც პრობლემას რომ ვაგვარებდი) სახლში შემი ძველი, დაწყებითი კლასის რვეული დამხვდა.
გიგი (ჩემი ძმა) ჩემი დაწყებითის მასწავლებელთანააა კლასში, ნუ როგორც  ყველაზე კარგად მოაზროვნე ბავშვს და საერთოდ კარგ გოგონას ტიტულით, მარტო ჩემს ძმას გამოატანა ჩემი რვეული.. რომ დავინახე, ერთი დიდი,.. არ ვიცი, ჩემი ნაწილი ვიპოვე, გულის, სხეულის, სულის… მე ხომ ჩემს თავს ვაწყობ? ;S  მოკლედ, გადავშალე.. დაა რომ დავიწყე კითხვა,  მინდოდა, რომ მეტირა, ყოველი წუთი გამახსენდა, თუ როგოორ ვწერდი მაშინ.. თითქოს იმ ელენეს ველაპარაკებოდი.. მინდა თქვენც წაგაკითხოთ ჩემი მე-3 კლასის ნაწერი.. :S იმედია, სულელ ბავშვად არ ჩამთვლით.


Continue reading

მე მოდელიანი შევიყვარე!


 მოდელიანი… ჩამაფიქრა, ამ წუთას მოვრჩი ფილმის ყურებას. ხომ შეიძლება ზოგს გაგიკვირდეთ, მაგრამ აქამდე არ მქონდა ნანახი.
დროც ვერ მოვძებნე, ვერც არ ვიცი.. უბრალოდ გამახსენდა და… როცა მისი ყურება დავიწყე, დაწყებიდანვე ცრემლები წამსკდა, არ ვიცი რატომ, ჩემი მგომარეობიდან გამომდინარე? თუ არ ვიცი, მასში ჩემს თავს ვიცნობდი. დაუოკებელი, გიჟი(?!)(ამაზე მერე განვავრცობ) უბრალოდ უნიჭიერესი ადამიანი. არ ვიცი, შესანიშნავი მაგიდა იყო, უკეთესს ვერ ინატრებდი, სხვა  მხატვრები, რომ არ ჩავთვალოთ, მხოლოდ პიკასო და მოდელიანია საკმარისი ამ მაგიდის სიდიადეში. უყურებ მოდელიანს, ენდი მას გიქმნის.. საოცრებაა, არ ვიცი რა ვთქვა. აქამდე, რომ ეკითხათ გიტირია გულწრფელად? დავცინებდი და ვეტყოდი, რომ არა.. მაგრამ ეხლა ვამბობ კი. მართლაც…
-და თვალები?
-თვალებს მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ.
და ყელზე აკოცა..

Continue reading

“ჩემი ამსტერდამის ბიჭი” Last Story


   და მე ისევ აეროპორტში ვარ, მომაქვს ჩემი ერთი ჩემოდანი და ჩანთა, სადაც ისევ, საღებავები, ფუნჯები, კოსმეტიკა, მობილური და სხვა სისულებეები მიდევს. 1 წელი გავიდა, ამსტერდამის შემდეგ. ეხლა პარიზში ვარ, ეიფელი მოჩანს,  ამბობენ სიყვარულის ქალაქიაო, არ ვიიცი, მე ვერაფერს ვამჩნევ, მოდის უფროაა, ხო?  ამსტერდამი, აი ის ნამდვილად სიყვარულის ქალაქია, ჩემი ყოველი დღე იწყებოდა, იმით , რომ დილით როცა თვალებს ვახელდი, ენდრიუს თვალებს ვხედავდი, ჩემი ოთახის მთავარ კედელთან რომ ეკიდა, ჩემი საწოლის პირდაპირ.
 
Continue reading