შენ.


 

tumblr_mqo2xrXZPq1qf1cv0o1_500

სურათი.. ისე…

 

 

ფი-ცი.
და თუ შენ ისევ მომიტან ტიტებს….
მე ისევ გავიღიმებ. 
არ დამტოვო, არ წახვიდე…
შენი ლიმნისფერი ზედა. 
შენი თვალები, ერთადერთნი არიან, რომელში ჩახედვასაც ვბედავდი და მჯერდა,რომ იმედს არ გამიცრუებდნენ…
მაპატიე,რომ სუსტი ვარ.
ისიც,მაპატიე,რომ უძლური ვარ.
მე შემეძლო, მაგრამ….
მე შენ მეყვარები, იქამდე სანამ მზე არ გაქრება.
იქამდე სანამ შემიძლია გავიღიმო…
იქამდე სანამ… უბრალოდ შენ მოხვალ.
მე ველოდები…
უმისამართო წერილები, უკვე ….
ჩვენ ერთი სული ვართ ორ სხეულში.

Advertisements

გელი.


 

tumblr_mojnch62361srad0yo1_500რამდენჯერ გითქვამს,რომ ჩემთან იქნებოდი, სულ ჩემთან ამი? დაუნახავი ვარ, ძალიან დაუნახავი.. დაგიბრუნდი ისევ, მაგრამ ვერ გპოულობ. ნუთუ ესეთი ძნელია ისევ ერთმანეთით ვისუნთქოთ. ყოველ თვეში ერთხელ მოგწერ.. მხოლოდ ერთხელ. მინდა მარტო მე დაგიძახო “ამი”. მხოლოდ მე. შენ ჩემი ულევი მუზა ხარმ რომელიც არ მიდის. თითები… შენდამი უმისამართოდ დაწერილი სიტყვები.. ისევ ვკითხულოვ შენს ერთადერთ შემორჩენილ წერილს და მახსენდება შენი ხმა… გთხოვდი დარჩი, შენ ვიცი,რომ იღიმოდი და ამბობდი, მე სულ შენთან ვიქნებიო. ნუთუ შენც მომატყუე?
შენს სიტყვებს ვიმეორებ, მითხარი როცა იწვიმებს გამახსენდებიო, ამი წვიმდა, წვიმდა და მე უშენოდ… მინდოდა ერთად შეგვეგრძნო მისი სუნი.. მომენატრე. ისევ მინდა მითხრა, მხოლოდ შენ,, რომ გიყვარხარ. შენ ხარ სულად გცეული, ჩემში ჩარჩენილი. ჩემი წვიმის მე ხარ. არ მინნდა სამუდამოდ გაგიშვა, საბოლოოდ მომკლავს. დაბრუნდი აქ, მე გელი.tumblr_mojuxhO06I1rl2q9do1_500

იქითკენ


აი, მუზაც აღარ მყავს, სიჩუმეც მაბედნიერებს. გზა მინდა, გზა, ფოთლებით და სუნი მინდა, მხოლოდ მისი სუნი.
მიყვარს, იმ ქუჩაზე გავლა, იქ შემიძლია სუნი ვიგრძნო, ტკბილი სუნი. უკვე, წყლის ცივი წვეთები მსიამოვნებს, ნელა დამდიან და შემდეგ ისინიც სადღაც იკარგებიან.
ყოველთვის , არა, ნუ, მაინც ყოველთვის მეგონა, რომ შემეძლო უმიზეზოდ გაღიმება.
მინდა გაგათბო. უნდა გკითხო… შეგიძლია ისევ გამიღიმო?
შენც, ხომ ისე იშვიათად იღიმი. თითოეული ამოსუნთქვა, შენს სახელს იმეორებს. თითოეული, თითო(ეული). 
იცი, უმისამართო წერილს ველი, მგონია, რომ მოვა.
მე თვით გაფერადებული რომანტიკოსი ვარ.
მე არ მოვშორდები ცას. 
არც დავწერ ფერად ლექსებს, არც რითმით.
მინდა, მხოლოდ იღიმოდე. ჩემით ან ჩემში იღიმოდე.
არ იტირო, არ მიიყვარს ცრემლები. 
არც დამემშვიდობო, ეს სამუდამოდ წასვლას ნიშნავს.
მე კი, მუდმივობის არ მჟერა.
უფერო ფორები. უხმო სიტყვები. მიხარია,რომ წვიმს.
ეხლა არა, ჩემში წვიმს, იმედია იწვიმებს შენშიც.
არ გემშივდობები.

Image

 

და მიდიოდა ჩვენი დრო.


Image

ხო,,, დილით ყავა დავლიე, მერე ჩავიცვი და გავედი. 
სიმართლე გითხრათ, დიდიხანია ჩემს სხეულს მისი სახელი აღარ უყვირია. 
კიდევ ის,რომ არც გამხსენებია, მაგრამ ამინდი მას ჰგავდა.
ცოტახანში დათბა და ისიც გაქრა.
ნელა მივდიოდი, უჩვეულოდ, მიუხედავად იმისა, რომ თბილოდა ხალხი არ იყო გარეთ.
სადღაც სკვერში დავჯექი, ცხვირიდან სისხლი წამსკდა, ამ ბოლო დროს ხშირად ხდებოდა ეს. ყოველდღე . მზემ უფრო გამოანათა.
მე წყნარად ვიჯექი და … ქარი ქროდა, პირველად მესიამოვნა მისი ქროლვა, მხოლოდ ერთხელ. 
გვერდით ვიღაც მომიჯდა, არც გამიხედავს და მისმა სიგარეტის სუნმა შემაწუხა. 
გახედვა არ მინდოდა, წამოდგომა დავაპირე და .. “დარჩი”, ხმა, ხმა… ეს ხმა.
დავჯექი, ისევ არ შევხედე, ვხვდებოდი, მესამე ღერს ეწეოდა და იღიმოდა.
-როგორ ხარ?
-…
-მიპასუხე.
-…
-ვხვდები. მეც ეგრე ვარ.
-.. ხო
-შენი ხმა მომენატრა
-ააა
-ხდება რამე?
-სიგარეტს ისევ ეწევი?
-არ დაგაკლდი?
-ის რაც არ არსებობს არ აკლდებათ.
-(გაეღიმა, არ დამინახავს, მაგრამ მივხვდი). გახსოვს რა გითხარი?
-მე შენი სახელიც აღარ მახსოვს.
-წლები გავა.
-გავქრით.
-მჭირდები.
-(გამეღიმა)
-რა? მარტო შენ მგრძნობ.
-(გამეღიმა, ისევ). აღარ.
-ხო. (მეოთხე ღერი)
-იასამნის სუნია.
-ჩვენი სუნი.
-ჩვენ? (მეღიმებოდა)
-კი, კი. ისევ ეს დრო. 
-ერთი წელი.
-ხომ კარგად ხარ?
-ძალიან.
-ხო, ვიცი. 
-ვიცნობთ ერთმანეთს?
-კი.
-ერთმანეთისთვის არ შეგვიხედავს.
-ისე წავიდეთ არ შევხედოთ.
-კარგი.
-ღიმილს ვერ მიეჩვიე?
-შენ?
-არ მახსოვს.
-წავედი.
-აა, კარგი. (მეტი აღარ მოუწევია)
  კარგად.
-ნახვამდის.
-სამუდამოდ მემშვიდობები?
-სამუდამო არაფერია.
-ისევ.
-მცივა.
-ხელი მომეცი.
-წავედი.
-შემოგხედავ რა..
-წავედი.

10:10. ისევ ეს დრო.

ხო, ვიცი გამათბობ


tumblr_mizbxdifKm1r197moo1_500

ჩემო ძვირფასო, მე ვიცი,რომ აი იმ, ვიწრო ქუჩასაც აქვს დასასრული, იმ ქუჩას, სადაც ამაოებაა გამეფებული, თუმცა მთელი ჩვენი სამყარო ამაოება არაა?
მე ისიც ვიცი, ჩემო კარგო, რომ იმ ვიწრო ქუჩაზე, კიდევ მოიკლავენ თავს, რადგან იქაური სიმყუდროვე ამაოებისა შეშლით ჭკუიდან, იქიდან აღარავინ გამოდის, უბრალოდ შედიან, შედიან და შედიან. შენ ამბობ,რომ შენში ვარ? მე. მე ვინმეში ვარ? ნუთუ, ასეთი ვარ?
იცი, ჩემოვ, მე და შენ, მხოლოდ მე და შენ შეგვიძლია, საშინელი წვიმის დროს, დავინახოთ მზე, დავსხდეთ ერთად, ერთმანეთში და დავლიოთ ყავა.
იცი, ჩემოვ, მე შენს ყოველ სიტყვას ვინახავ. თითოეული მახსოვს, თითოეულს ვიმეორებ, თითოეულს ვგრძნობ, ჩემო ძვირფასო.
ჩემოვ, იცი, რა ხდება? არა, არ იცი. მინდა, დიდი მდინარე გვქონდეს, ძალიან, ძალიან დიდი, დიდი, დიდი.
იცი როგორი ? ძააალიან დიდი. თან შენი სითბო, განსხვავებული სითბო.
შენ. არ ვიცი, რა დაგიწერო, თვალით უხილავო, არ ვიცი რა მოგიძღვნა ჩემო უსულოვ. უბრალოდ, უბრალოდ. მინდოდა, რამე მეგრძნობინებინა შენთვის ესე. იმედია, ამის წაკითხვის დროს ოდნავ, ძალიან ოდნავ, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, მაინც გაგეღიმა.♥

და შენც წახვალ


tumblr_mjrvsnASu81s8dyqso1_500

-რას გაგონებს?

-ადიდებულ მდინარეს, რომელსაც აღარავინ აღარ ჰყავს.

-ვინ არის ის?

-ჩემი ახალი მუზა

-რატომ ?

-ჩემიანია

-რას ეტყოდი?

-წადი, წადი.

-კი, მაგრამ ის ხომ შენიანია?

-ჩემს  მესაც იგივეს ვეუბნები.

-კიდევ?

-უნდა იყვეს კიდევ? კიდევ არ არსებობს.

-და რომ წავიდეს?

-არ წავა.

-რა იცი?

-მაგრძნობინა.

-რა?

-ძნელი კითხვაა, ნელი პასუხი აქვს.

-შეეცადე.

-არა, არა. 

-რატომ?

-მზე გიყვარს?

-კი, რა იყო რო?

-რატომ გიყვარს?

-იმიტომ,რომ მათბობს, კარგია.

-მე ეგრე არ გიპასუხებდი.

-აბა როგორ?

-შენც, რომ შეიყვარებ, მერე მიხვდები.

-მეყვარება ?

-ხო, გპირდები.

tumblr_mjs267rky91ry8csqo1_500

 

 

-ნახე, გაწვიმდა.

-გავალ და შეგიგრძნობ

———————————————————————–♥

-მერე? მერე რა ვქნა ?
-მერე? მერე.. მერე, რომ.. წადი.
-არა
-წადი
-არა
-გთხოვ.
-არა.
-კაი რა.
-არა
-წადი,წადი
-მიყვარხარ.

 

 

 

 

My Last Latter ^^


დიდი ხანია რაც ვაპირებდი ამის გამოქვეყნებას.

მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვახერდხებდი..
დღეს საბოლოოდ ვამბობ, რომ ეს უკანასკნელი პოსტია რასაც
შენზე ვწერ.. ❤
ასე, რომ… გაგიხსენებ მერე.. და ეს…
უკანასკნელი წერილია, ამას სანამ სამუდამოდ მოკვდები (ჩემში) 1 დღით ადრე მოგცემ ^^

tumblr_mjmdlhMnmV1qktc5ro1_500

Continue reading

ჩემი პატარა სახლის, დიდი დიასახლისი


  როდესაც მივდივარ სახლში, ჩემი სახლი, მხოლოდ ერთხელ არიის ცარიელი, როდესაც იქ არ არის ადამიანი, რომელიც ავსებს, ჩემს სულ, გონებას, ცხოვრებას და საერთოდ,იმ ყველაფერს რისი შევსებაც შეიძლება, ან არ შეიძება. სახლში მოვდივარ და ის მხვდება, როდესაც ვხედავ, ის იქ არის.. ვხვდები,რომ ჯერ ყველაფერი კარგადაა. ყოველდღე მაკვირვებს და ვხვდები, მე კი არ ვარ განსხვავებული, ის არის და ის “მაიძულებს” ვიყო სხვა. შეიძლება, იფიქროთ, ვინმე ბიჭი და ა.შ. მაგრამ ეს ბებიაჩემია, ჩემი თბილი ბებო.

x_ed71a302_large

ბევრ ადამიანს ვიცნობ, თქვენ წარმოიდგინეთ და , ძალიან ბევრის ისეთი თვისება ვიცი,რაც მათაც არ იციან, მაგრამ მისნაირს ვერავის ვხვდები. ძნელია, იპოვო ადამიანი, ვინც რეალურად აზროვენებს. ხო, მოკლედ, ჩემთვის სახლი ყველაზე ცარიელია, როდესაც ის იქ არ მხვდება, არ “მეგებება” კარებთან, არ აკვირდება ჩემს “ქამელეონის” ხასიათს და არ მეკითხება გშიაა? რა გინდა? ყავას დალევ?    საერთოდ ღამე, როდესაც არ მეძინება და ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობ, იმაზეც წამეფიქრება ხოლმე, რა მოხდება როდესაც ის წავა? მართალია, უნდა შევეგუოთ, მაგრამ, არც ისეთი პატარა ვარ ეს,რომ ვერ გავაცნობიერო..ძნელია შეეგუო, მიკვირს, ძალიან ბევრს გადაუტანია ბებიის სიკვდილი და პაპის “ფეისბუქით” იქ, გამოუგლოვიათ.. მაგრამ.მე და მას, უფრო ახლო გვაქვს, ის მე მიცნობს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის მე ვინ ვარ. ხშირად მახსენდება, როგორ მიყვებოდა პატარას ზღაპრებს (რა ბანალურია, მაგრამ მაინც) და.. დამცინოდა, ლექსები,რომ არ ვიცოდი. ის ეხლა, ერთადერთი ადამიანია, ვისაც პირდაპირ ვეუბნები ჩამეხუტე და უხმოდ მეხუტება,იმიტომ,რომ იცის ეს მე ძალიან მჭირდება და მასაც სჭირდება. ეს არის ქალი, რომელის მსგავსი ჩემთან მეორე აღარ მოვა.

არც ვაპირებ


  აი, როგორ ხდება ეს? შენ გეკითხებიან:”როგორ ხარ?”
შენ პასუხის გასაცემად არც ჩერდები, მოსმენითაც ძალიან ” ლევად ” უსმენ და აგრძელებ გზას იქეთ, პირდაპირ. ქარი ქრის (ამ სიტყვებზე, ყოველთვის გალა მახსენდება) მტვერია (ამაზეც) და მაინც მიაბიჯებ წინ. მე ვერც კი ვხვდები, რატომ ვყვები შენზე, ან საერთოდ რა შუაშია შენთან ქუჩა, ან გალა. “გენიოსები არ ხდებიან, ასეთებად იბადებიან”, მართალია, მართალია.

 tumblr_lm840cDgNq1qkmgclo1_500
ხო, მერე სწრაფად უხვევ და შენ მყუდრო, ჩუმ, მაგრამ ცივ სადარბაზოში შედიხარ. ხმაურით იკეტება და ძველ კიბეებზე ადიხარ, თან გონებაში ითვლი. გასაღებს ხმაურით იღებ, (ხო, ლამის დამავიწყდა, სანამ შენი არსებობით ვიღაც დაინტერესდებოდა, მანამდე მეყვავილესთან ზიზილები იყიდე, კუთხის მაღაზიაშიც შეხვედი, სიგარეტი და ცოტა ყავა წამოიღე. ) შედიხარ შენს სახლში, სახლია ხომ, აბა სხვა რა უნდა უწოდო? ეტყობა ისიც გამოიფიტა, ფეხსაცმელს უკვე დიდი ხანია აღარ იხდი სახლში შესვლისას, შენ ძველ პალტოს იქვე აგდებ, გაზზე გაწუწულ ჩაიდანს დგამ, იღებ სიგარეტს და შენს საწოლზე ეხეთქები. ცოტა ხანს სიგარეტს აბოლებ, და იაფასიანი მისი სუნი გკლავს, არც მისი კვამლი ჩერდება დიდხანს, ხელს ურევ მასში, იქნებ რამე შენეული შეიგრძნო.. მაგრამ უცბად ამჩნევ,რომ ჩაიდანის გამგმინავი ზუზუნის ხმა ისმის.
ყავა უკვე დაასხი, იხედები ფანჯარაში, სადაც ის სამყაროა, რომელსაც 10 წუთის წინ გამოექეცი.მე კიდევ, ისევ ვწერ შენსზე.
ყავას ოდნავ მოსვამ, ტუჩები გისველდება, გინდა, ვინმე იყოს კიდევ,რომ გაიგოს თუ რა გემრიელია შენი ყავა.  და სიგარეტი? სად არის შენი სიგარეტი?  
მე არ აგღიქვამ როგორც მხატვარს, ან რაიმე მასეთს. შენ ძალიან უბრალო ხარ, რომ ამხელა პიროვნება იყო. არც ადამიანად.. საერთოდ, მიკვირს როგორ არსებობ? 
მე ისიც მიკვირს, ისიც მაკვირვებს, რომ..
არ გცივა? 
მე კი, ცოტა.
იცი? მე ისევ ოკეანეში ვწევარ და თოლიებს ვითვლი, იცი? მე ისევ ყავას ვსვამ და მის სუნს ვიმახსოვრებ.   ჩემს გარშემო დიდი ლენტა და ლამაზია ისე.. აი ეს სურათიც, რომ ვწერ ნელ-ნელა გვერდზე გადადის. კარგი რა, კარგი რა. წამოდი, წამომყევი რა.. წამომყევი.
ვიცი, რომ ისევ გრძნობ სუნს.  იცი, მაშინ ძალიან დიდხანს ,რომ გიყურე, მინდოდა შენი  სახე სამუდამოდ დამმახსოვრებოდა, მაგრამ არ მეყო და მავიწყდება.. მე კი.. ბნელა, ძალიან ბნელა, მაგრამ შენი სუნი ხელებზე მაინც ამდის, აღარ მინდა რამეს შევეხო, შენი სუნია, შენი..
tumblr_mi865hvEVb1qzcq51o1_500

“საძულველი” პოსტი


tumblr_mfh3tqfcm01s1pjoro1_500
თქვენ რა გგონიათ მე არ მტკივა? თუ რაა? თუ მეც, რომ არ ვსლიკუნებ და არ მოვთქვაამ საჯაროდ და არ ვპოსტავ სოციალურ ქსელებში იდიოტურ სტატუსებს, აუ რა ჩუდად ვარ და ა.შ.?

Continue reading