ერთხელ ოლიმპოზე


Image 

ჩემს ამ წამიერ მდგომარეობას ავღწერ: ჩაი მიდევს წინ (რა თქმა უნდა უშაქრო), გარეთ დაუნდობლად წვიმს და რაღაც მაღელვებს.
ეს ესაა გავაცნობიერე,რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც საოცრად ჩემიანია, მაგრამ გვერდით არ მყავს. არც მეყოლება.
მოკლედ მოვყვები… ჩვეულებრივად დავდიოდი აქეთ-იქით და გადავწყვიტე ცოტახნით ოლიმპოზე ავსულიყავი (ბერძნული და რომაული მითოლოგია ჩემი უსაყვარლესი სფეროა) ჰოდა, როდესაც ავედი, ქართულ ბლოგს გადავაწყდი და ჰოი საოცრებავ, ქართველის ბლოგი ვიპოვე. რა თქმა უნდა, შევედი. გავოგნდი, ადამიანი ესე ძალიან მგავდეს, ამდენი რაღაც დავიჭირო საერთო არ ვიცი. განსაკუთრებით, ის,რომ არ მინახავს ბიჭი, რომელსაც უყვარდეს ბერძნული მითოლოგია და ჩემნაირად იყოს შეპყრობილი თვიღგანდიდების სენით. მაგრამ, აქ იყო ერთი წინაღობა, შიში, შიში იმისა,რომ არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ბლოგში ჩანდა, მისი ნაწერით, ასევე ერთი ქარაფშუტა “მექალთანეც” იყო. მოკლედ, მაინც შემიყვარდა 😀 ეს არის იყო ერთი ნახვით შეყვარება, ეს იყო, ერთი წაკითხვით შეყვარება. ეს ბიჭი ყოველთვის იქნება ჩემთვის გაიგივებული ზღვასთან,რომ ჩავალ ზღვაზე (ოოო ეს ტავტოლოგიააა) ჩავიფიქრებ.
მაგრამ მალე გამოვედი მისი ბლოგიდან, წავშალე მისამართი ანუ History და ასე დავემშვიდობე მას. 
ამის მერე კი, წვიმაც დაიწყო.. მივხვდი ზევსი დამცინოდა ჩემი სიმხდალის გამო. 🙂
 

Advertisements

ისევ, რატომ? ვერ ვიტან აბდაუბდობას!


   როგორ მომენატრა ჩემი ბლოგის სურნელი )) რა კარგია სახლში დაბრუნება. რამოდენიმე კვირა ხომ? ნუ  რაც არის, სკოლიდან თავდაღწეული როგორც ყოველთვის ვნებივრობდი ეიფორიაში, მაგრამ ჩემდა საოცრად აღმოვაჩინე, რომ სიყვარული შემიძლია !!! 😐 ამ ამბით დიიდად აღტაცებულმა აღარ ვიცი რა ვქნა. მაგალითად, მე ადრე სულ არ ვდარდობდი იმ ადამიენბზე ვინც ნუ ჩემთან ასე თუ ისე ახლოს იყვნენ (ღმერთო, რა  საშინელება ვარ :S ეგოისტკა!) დღეს… )) მოკლედ, ჩემს ცხოვრებააში ბევრი რამ შეიჩვალა, გადაიცვალა და გადმოიცვალა.  მაგრამ საბოლოოოდ მე ისევ ვაგრძელებ  ეგოისტობას, ცხოვრებას (სხვა რა გზაა?) და რაც მთავარია ჩემი თავის აწყობას.

Continue reading

ი ტაკ )) ზაფხული ის ქამინგ ;*


აბაბაბაბა? როგორ ხართ? განწყობა დამანახეთ !!!
ჯადაბა, მასეთ ხასიათზე ნამდვილად არ ვარ )) ზოგს, რომ ჰკითხოთ მე გავცივდი, ჩემი პოზიტიურობა უკან გავწიე და წინ ცუდი თვისებები გადმოვყარე, მგონი სხვებსაც უნდა ვგავდე ხომ? მაპატიეთ და შეიძლება თქვენი მონური აზრები თქვენთის შეინახოთ.  მე არც შევცვლილვა, პირიქით როცა საჭიროა საოცრად მხიარული ვარ+ საოცრად მიხარია ცხოვრება, მე არავის ვგავარ და არც ვაპირებ ვგავდე და ერთი რაც მინდა დამავატო :* ჩემნაირს ევრ იპოვით ! მოკლედ მასეთი განდიდების მანია მაქვს, მშვილდოსანი ვარ, ეს თვისება უარყოფითებშია შეტანილი და რატომ? )) მე დადებითად ვთვლი


ხო აი მაგალითად ნუცას    ჰკითხეთ, როგორ წავიკითხე ის ესემესი, როგორ ვიცინნეთ, როცა ისეთ ხასიათზე ვიყავი… იცით როგორზე? აი ტროას პონტში ;დ კარგით გეყოთ ჩემი იდიოტური აზრების კითხვა..
რომ მიმოვიხილე (ხომ მასე იწერება?) ჩემი ცხოვრება აღმოვაჩინე, რომ მე იდიოტი ვარ :* მართლა ? იცით რატომ? მთელი ჩემი ცხოვრება იმის წუწუნში გავლე, რომ არავის ვუყვარვარ, არავინ მიგებს  და ბუდტა რაღაც აუტანელი დეპრესიონისტი გავხდი. ნუ ვიყავი.
და მე ვაპირებ ))) აღარ დავპრესიონისტდე ;დ (ესეა ხომ? )

მდაა, მოკლედ ..  არაფერი რა.. დღეს შევბოდიალდი ერთ-ერთ ბლოგზე, ეს ჩემმა ოჯახმა მამცნო (ენჯელ.ჯიმ) შევედი, საოცარი გოგონას ბლოგია, მომეწონა, ნამდვილად აპირებს  მოდის აყვავებას ბლოგში, აქ აღმოვაჩინე, რომ ზაფხული მომდის და მეც მაქვს გასაკეთებელი ვიშლისთი თუ დულისთი :* ასე, რომ გლამურო, სახელი არ ვიცი რა გქვია, აზრს მოგპარავ კაი? :*
 მდაჰმ.. იცი რას ვიზამ ?

  1. უნდა მივიდე ცურვაზე
  2. უნდა ვირბინო დილით
  3. ჩემი გარდერობი სავსეა, გატენილია, უნდა ამოვარჩიო სამოსი, გავაახლო კიდევ
  4. მაქვს კედები უკვე ყელამდე, ეხლა ბალატკები მინდა, ორი ცალი მაქბს, რამოდენიმეც და ))
  5. აუცილებლად მინდა შეცუხცუხება ინტერნეტ მაღაზიებში და რამერუმეს გამოწერა
  6. უნდა წავიკითხო “უცნობი ქალის წერილი”, “განკიცხულნი”, “მარიამ სტიუარდი” და “ოსტატი და მარგალიტა”
  7. აუცილებლად უნდა დავიკლო
  8. უნდა წავიდე ბანაკში ბავშვებთან ერთად ♥
  9. ზღვაზე უეჭველი მივდივარ, როგორ მომენატრა ჩემი გონიო ❤
  10. არ წავალ სურამში ; || მძულს იქაურობა
  11. უნდა ვიყიდო როლიკები
  12. ჩემს ძმას რამოდენიმე დღე ველოსიპედი უნდა ავწაპნო.
  13. აუცილებად უნდა შევმატო ჩემს ლაქის კოლექცია, რამოდენიმე საოცარი ფერი ))
  14. მჭირდება ახალი საღებავები.
  15. უნდა გავაკეთო ჩემი ორი აიპოდი (როგორ მომენატრნენ 😦 )
  16.  არა რაა,, ეს ზაფხული უნდა მახსოვდეს :*