და რა ვქნა?!



tumblr_mf9jllsxvL1rdju27o1_500_large

ვუყურებ ჩემს ბლოგს და ასე მგონია,რომ მეკითხება: “რაზე ფიქრობ? საერთოდ გახსოვარო?” ხო, ბლოგი და პატრონი ერთმანეთს უნდა გავდნენ:) ჰოდა, მეც ხომ არავის ვახსოვარ, არც ეს გაახსენდეთ, რამოხდება რო?
ჩემს “ცხოვრაბაში” არაფერი არ ხდება 🙂 ჩვეული ქაოსია, მე კიდევ ამ ქაოსიდან ღმერთების წარმოშობას ისევ ველი 🙂
არ მინდა დეპრესიულ ტიპშას ვგავდე ან რაიმე მსგავს, პროსტა, აი, არავინ არ მყავს, მართლა.
ნუ, როგორ შეიძლება ადამიანი არსებობდეს, რომელსაც არავინ არ ჰყავს , მაგრამ… იმედი,რომ მქონდეს ვინმესი არ არსებობს ბუნებაში მსგავსი არსება (საკუთარი თავის გარდა)
ისე, ბევრი რამ კი ვისწავლე ამ ბოლო დროს
1. არასოდეს არ უნდა გაექცე პრობლემებს (ვიცოდი, მაგრამ უფრო განვიმტკიცე)
2. იმედია, საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ არავის უნდა ენდო
3. არავის უნდა მივეჩვიო
4.არავინ არ უნდა მოვუშვა ახლოს
ჰოდა, ვარ ესე. მარტო, ჩემთვის (სულიერად რა თქმა უნდა)
სოუ, სულ ეს იყო, უბრალოდ, ძალიან, ძალიან მომინდა რამის დაწერა და გაზიარება!
ჰოდა, ვისაც არ გჭირდებით: კარგად ჩემო მეგობრებო!

Advertisements