უმისამართო.


მიყვარს უმისამართო წერილების წერა, თავისუფლად ვწერ. იმას გადმოვცემ რასაც მართლა ვგრძნობ. ვიცი,რომ იმ ადრესატს არ მიუვა, ვისზეც ვწერ… ასე,რომ..
და მაინც, მომდის პასუხი ერთ წერილზე. (მე ხომ ძალიან მიყვარს წერილები)
ამ პასუხის ლოდინში, თითები ნელ-ნელა გამიხდა, თმაც გავერცხლისფერდა… ჰოდა…
ტუჩების კანკალით ვიწყებ მის კითხვას.

Image Continue reading

Advertisements

My wish list ;)


 

Image

 

მოკლედ ძალიან მომენატრა აქაურობა, ახალი წელსაც გილოცავთ, შობასაც და მოკლედ რაც მოსალოცია ყველაფერს! დღეს ცუდი ამინდია, საშინლად! თოვდა, მერე ეს თოვლი დადნა და იშვა “ჭყაპი”. ამისდა მიუხედავად მე და ნუცა გავედით გარეთ და ვისხედით “Read Cafe”-ში. 
მერე ჭყაპუნ-ჭყაპუნით დავშორდით ერთმანეთს.
მოკლედ სახლში სუპერ გაყინული დავბრუნდი და როგორც ყოველთვის გათბობისას (გამათბობელს ზედ ვაჯექი) ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობდი. უცბად, რატომღაც მომინდა,რომ (ნეტა რატომ) თბილ ქვეყანაში მეცხოვრა. ეს ასევე განაპირობა დეიდაჩემის გაზიარებულმა პოსტა, მასზე მინაწერმა მისმა სურვილმა,რომ ბრაზილიაში უნდოდა 🙂
და მეც დავფიქრდი, თუ რა მინდოდა მე… ამიტომ გადავწყვიტე ჩემი “ვიშ ლისტი” ჩამოვწერო 🙂 და მაინც რათ უნდოდა ამხელა შესავალი ამას? რავიცი, რავიცი…
1.მინდა,რომ თბილ ქვეყანაში ვცხოვრობდე (სადაც სუუუუუულ ცხელა)
2.მინდა, დიდი კაფე მქონდეს, წყნარი, მშვიდი.
3.მინდა, რომ წიგნი გამოვცე.
4.მინდა, საკუთარი ატელიე მქონდეს.
5.მინდა,რომ მქონდეს დიდი აკუარიუმი.
6.მინდა,რომ ზღვაზე მქონდეს პატარა სახლი.
7.მინდა,რომ სულ მქონდეს წიგნის კითხვის დრო.
8.მინდა,რომ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი კარგად იყოს 🙂
9.მინდა,რომ ხალხი გონს მოეგოს.
10.მინდა,რომ ყველა ჩემი სურვილი ამ ” ვიშ ლისტიდან” ახდეს(ჰო, კაი… ყველა თუ არა 1-2 მაინც 😦 )

სულ ეს არის, სულ რაღაც 10 სურვილი. 🙂

ხო, ვიცი გამათბობ


tumblr_mizbxdifKm1r197moo1_500

ჩემო ძვირფასო, მე ვიცი,რომ აი იმ, ვიწრო ქუჩასაც აქვს დასასრული, იმ ქუჩას, სადაც ამაოებაა გამეფებული, თუმცა მთელი ჩვენი სამყარო ამაოება არაა?
მე ისიც ვიცი, ჩემო კარგო, რომ იმ ვიწრო ქუჩაზე, კიდევ მოიკლავენ თავს, რადგან იქაური სიმყუდროვე ამაოებისა შეშლით ჭკუიდან, იქიდან აღარავინ გამოდის, უბრალოდ შედიან, შედიან და შედიან. შენ ამბობ,რომ შენში ვარ? მე. მე ვინმეში ვარ? ნუთუ, ასეთი ვარ?
იცი, ჩემოვ, მე და შენ, მხოლოდ მე და შენ შეგვიძლია, საშინელი წვიმის დროს, დავინახოთ მზე, დავსხდეთ ერთად, ერთმანეთში და დავლიოთ ყავა.
იცი, ჩემოვ, მე შენს ყოველ სიტყვას ვინახავ. თითოეული მახსოვს, თითოეულს ვიმეორებ, თითოეულს ვგრძნობ, ჩემო ძვირფასო.
ჩემოვ, იცი, რა ხდება? არა, არ იცი. მინდა, დიდი მდინარე გვქონდეს, ძალიან, ძალიან დიდი, დიდი, დიდი.
იცი როგორი ? ძააალიან დიდი. თან შენი სითბო, განსხვავებული სითბო.
შენ. არ ვიცი, რა დაგიწერო, თვალით უხილავო, არ ვიცი რა მოგიძღვნა ჩემო უსულოვ. უბრალოდ, უბრალოდ. მინდოდა, რამე მეგრძნობინებინა შენთვის ესე. იმედია, ამის წაკითხვის დროს ოდნავ, ძალიან ოდნავ, ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, მაინც გაგეღიმა.♥

ჩემი პატარა სახლის, დიდი დიასახლისი


  როდესაც მივდივარ სახლში, ჩემი სახლი, მხოლოდ ერთხელ არიის ცარიელი, როდესაც იქ არ არის ადამიანი, რომელიც ავსებს, ჩემს სულ, გონებას, ცხოვრებას და საერთოდ,იმ ყველაფერს რისი შევსებაც შეიძლება, ან არ შეიძება. სახლში მოვდივარ და ის მხვდება, როდესაც ვხედავ, ის იქ არის.. ვხვდები,რომ ჯერ ყველაფერი კარგადაა. ყოველდღე მაკვირვებს და ვხვდები, მე კი არ ვარ განსხვავებული, ის არის და ის “მაიძულებს” ვიყო სხვა. შეიძლება, იფიქროთ, ვინმე ბიჭი და ა.შ. მაგრამ ეს ბებიაჩემია, ჩემი თბილი ბებო.

x_ed71a302_large

ბევრ ადამიანს ვიცნობ, თქვენ წარმოიდგინეთ და , ძალიან ბევრის ისეთი თვისება ვიცი,რაც მათაც არ იციან, მაგრამ მისნაირს ვერავის ვხვდები. ძნელია, იპოვო ადამიანი, ვინც რეალურად აზროვენებს. ხო, მოკლედ, ჩემთვის სახლი ყველაზე ცარიელია, როდესაც ის იქ არ მხვდება, არ “მეგებება” კარებთან, არ აკვირდება ჩემს “ქამელეონის” ხასიათს და არ მეკითხება გშიაა? რა გინდა? ყავას დალევ?    საერთოდ ღამე, როდესაც არ მეძინება და ზოგად საკაცობრიო თემებზე ვფიქრობ, იმაზეც წამეფიქრება ხოლმე, რა მოხდება როდესაც ის წავა? მართალია, უნდა შევეგუოთ, მაგრამ, არც ისეთი პატარა ვარ ეს,რომ ვერ გავაცნობიერო..ძნელია შეეგუო, მიკვირს, ძალიან ბევრს გადაუტანია ბებიის სიკვდილი და პაპის “ფეისბუქით” იქ, გამოუგლოვიათ.. მაგრამ.მე და მას, უფრო ახლო გვაქვს, ის მე მიცნობს, ის ერთადერთი ადამიანია, ვინც იცის მე ვინ ვარ. ხშირად მახსენდება, როგორ მიყვებოდა პატარას ზღაპრებს (რა ბანალურია, მაგრამ მაინც) და.. დამცინოდა, ლექსები,რომ არ ვიცოდი. ის ეხლა, ერთადერთი ადამიანია, ვისაც პირდაპირ ვეუბნები ჩამეხუტე და უხმოდ მეხუტება,იმიტომ,რომ იცის ეს მე ძალიან მჭირდება და მასაც სჭირდება. ეს არის ქალი, რომელის მსგავსი ჩემთან მეორე აღარ მოვა.

არც ვაპირებ


  აი, როგორ ხდება ეს? შენ გეკითხებიან:”როგორ ხარ?”
შენ პასუხის გასაცემად არც ჩერდები, მოსმენითაც ძალიან ” ლევად ” უსმენ და აგრძელებ გზას იქეთ, პირდაპირ. ქარი ქრის (ამ სიტყვებზე, ყოველთვის გალა მახსენდება) მტვერია (ამაზეც) და მაინც მიაბიჯებ წინ. მე ვერც კი ვხვდები, რატომ ვყვები შენზე, ან საერთოდ რა შუაშია შენთან ქუჩა, ან გალა. “გენიოსები არ ხდებიან, ასეთებად იბადებიან”, მართალია, მართალია.

 tumblr_lm840cDgNq1qkmgclo1_500
ხო, მერე სწრაფად უხვევ და შენ მყუდრო, ჩუმ, მაგრამ ცივ სადარბაზოში შედიხარ. ხმაურით იკეტება და ძველ კიბეებზე ადიხარ, თან გონებაში ითვლი. გასაღებს ხმაურით იღებ, (ხო, ლამის დამავიწყდა, სანამ შენი არსებობით ვიღაც დაინტერესდებოდა, მანამდე მეყვავილესთან ზიზილები იყიდე, კუთხის მაღაზიაშიც შეხვედი, სიგარეტი და ცოტა ყავა წამოიღე. ) შედიხარ შენს სახლში, სახლია ხომ, აბა სხვა რა უნდა უწოდო? ეტყობა ისიც გამოიფიტა, ფეხსაცმელს უკვე დიდი ხანია აღარ იხდი სახლში შესვლისას, შენ ძველ პალტოს იქვე აგდებ, გაზზე გაწუწულ ჩაიდანს დგამ, იღებ სიგარეტს და შენს საწოლზე ეხეთქები. ცოტა ხანს სიგარეტს აბოლებ, და იაფასიანი მისი სუნი გკლავს, არც მისი კვამლი ჩერდება დიდხანს, ხელს ურევ მასში, იქნებ რამე შენეული შეიგრძნო.. მაგრამ უცბად ამჩნევ,რომ ჩაიდანის გამგმინავი ზუზუნის ხმა ისმის.
ყავა უკვე დაასხი, იხედები ფანჯარაში, სადაც ის სამყაროა, რომელსაც 10 წუთის წინ გამოექეცი.მე კიდევ, ისევ ვწერ შენსზე.
ყავას ოდნავ მოსვამ, ტუჩები გისველდება, გინდა, ვინმე იყოს კიდევ,რომ გაიგოს თუ რა გემრიელია შენი ყავა.  და სიგარეტი? სად არის შენი სიგარეტი?  
მე არ აგღიქვამ როგორც მხატვარს, ან რაიმე მასეთს. შენ ძალიან უბრალო ხარ, რომ ამხელა პიროვნება იყო. არც ადამიანად.. საერთოდ, მიკვირს როგორ არსებობ? 
მე ისიც მიკვირს, ისიც მაკვირვებს, რომ..
არ გცივა? 
მე კი, ცოტა.
იცი? მე ისევ ოკეანეში ვწევარ და თოლიებს ვითვლი, იცი? მე ისევ ყავას ვსვამ და მის სუნს ვიმახსოვრებ.   ჩემს გარშემო დიდი ლენტა და ლამაზია ისე.. აი ეს სურათიც, რომ ვწერ ნელ-ნელა გვერდზე გადადის. კარგი რა, კარგი რა. წამოდი, წამომყევი რა.. წამომყევი.
ვიცი, რომ ისევ გრძნობ სუნს.  იცი, მაშინ ძალიან დიდხანს ,რომ გიყურე, მინდოდა შენი  სახე სამუდამოდ დამმახსოვრებოდა, მაგრამ არ მეყო და მავიწყდება.. მე კი.. ბნელა, ძალიან ბნელა, მაგრამ შენი სუნი ხელებზე მაინც ამდის, აღარ მინდა რამეს შევეხო, შენი სუნია, შენი..
tumblr_mi865hvEVb1qzcq51o1_500

მიშა, სალათი, ყავა ანუ მე


ძლივს ძლივს ძლივს ! მე აქ ვარ! არ მჯერა ! დავბრუნდი !!! ჰეი! აბაბააა, ;დ სურამში ვიყავი, არა ჩუმათელეთში, იქ არის იმენა არაცივილიზაციის პროვოკაცია. საერთოდ მშვენიერი დრო იყო. მომეწონა. რანაირად ვწერ? რაღაც ისე ;დ ღმერთო, რაღაც ძაან  ისე ვარ, იქ სუულ სულ სულ ვჯირითობდი, და რავიცი. ხვალ დედაჩემი ჩამოვაა, უნდა ვეჩხუბო ;დ ისე მომენატრა, გავჭყლიტაავ!!! ჩემი !!!

Continue reading

Your World-119


მივესალმები   მსოფლიოს, ერთ-ერთი მორიგი დედააფეთქებული ქვეყნიდან, რომელსაც მგონი ..  არ გვინდა დაკონკრეტება რა ჰქვია, ამ იდიოტოკრატიული და ცინ იკური მსოფლიოს ნაწილია. ეხლა მგონი ოცდამეერთე საუკუნეა, 17:22 და მგონი 8 აგვისტოა, 2012 წლის J მე ამ დედააფეთქებული ქვეყნის, ერთი მორიგი „შვილი“ ვარ ))

Continue reading

ისევ, რატომ? ვერ ვიტან აბდაუბდობას!


   როგორ მომენატრა ჩემი ბლოგის სურნელი )) რა კარგია სახლში დაბრუნება. რამოდენიმე კვირა ხომ? ნუ  რაც არის, სკოლიდან თავდაღწეული როგორც ყოველთვის ვნებივრობდი ეიფორიაში, მაგრამ ჩემდა საოცრად აღმოვაჩინე, რომ სიყვარული შემიძლია !!! 😐 ამ ამბით დიიდად აღტაცებულმა აღარ ვიცი რა ვქნა. მაგალითად, მე ადრე სულ არ ვდარდობდი იმ ადამიენბზე ვინც ნუ ჩემთან ასე თუ ისე ახლოს იყვნენ (ღმერთო, რა  საშინელება ვარ :S ეგოისტკა!) დღეს… )) მოკლედ, ჩემს ცხოვრებააში ბევრი რამ შეიჩვალა, გადაიცვალა და გადმოიცვალა.  მაგრამ საბოლოოოდ მე ისევ ვაგრძელებ  ეგოისტობას, ცხოვრებას (სხვა რა გზაა?) და რაც მთავარია ჩემი თავის აწყობას.

Continue reading

“ჩემი ამსტერდამის ბიჭი” (3)


  კვამლიდან  ისევ მობილურის ხმამ გამომაღვიძა, ისევ ის აუტანელი მენეჯერი იყო, რა კიდევ უნდა შეეხსენებინა რომ არ მომყიდდა ის იდიოტი იმ ნახატს?!

Continue reading

ბლაჰ ბლაჰ ხვაალ…


მდაჰ )) როგორ გავატაროთ შაბათ-კვირაა
ნუ შაბათი გავიდა, მოდი ხვალ დავგეგმოთ ოქეი?


ნუ დილით რომ გაიღვიძებთ, ადექით, არა ჯერ “იკოტრიალეთ” მერე ადექით, ხო ადექით? მიაშურეთ სამზარეულოს, მიაშურეთ? ხომ და გამოაღეთ ის ის.. მაცივარი ;დ და დაიწყეთ რამე სასუსნავის ძებნა, აღმოაჩენთ ან არ აღმოაჩენთ გაიკეთეთ ყავა ხო კარგით, ვისაც გინდათ კაი ხო ჩაი იყვეს, უბრალოდ დილით ყავა ასწორებს, მიტყაპუნდით კომპთან და  შეეცუნცულდით, ფეისზე ან თამბლერზე, ან თუნდაც ჩემს ბლოგზე და ვგეგმავთ დღეს. მაგალითად ))  ნუ კომპთან 10 წუთი დაჰყავით მაქსიმუმი და შემდეგ დადა და  ჩართეთ რამე ისეთი მუსიკა ნელი ან რაღაც  ისეთი სტიმულიანი )) დაა აღსდექით, გაკვეთილები ისწავლეთ ხომ? თუ არა დილით ისწავლეთ, მოიშორეთ ან გადაიმეორეთ ოქეი?)  კარგი ამას დავუთმოთ 1-2 საათი მაგ: ადექით 11ზე დაა 10 წუთი კომპთან ჩავთვალოთ რომ ორია.. ეხლა ისევ კომპთან დაა თან დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ (რა იყო ეხლა ეს? ;დ )  თქვენს დაქალს/შეყვარებულს/ რაავი ვინც გინდათ და დაგეგმეთ დღე )) დალშე თქვენი საქმეაა 
საღამოს რომ მოხვალთ, მოიტანეთ პოპ-კორნი, ან ჩიფსი, ან მზესუმზირა წვენი, ნაყინი, ხილი, რამე სასუსნავი ოო შოკოლადი და ან კომპს მიუჯქით და რამე კარგ ფილმს უყურეთ , შემდეგ სულ კარგ ხასიათზე იქნებით ♥
მოკლედ.. ეს იყო სულ )) ცოტაა შეიძლება მაგრაამ რააღაც დავწერე მგონი და ნუ რავი ^ ^ აბა ჰე