წერილი მა–ს.


large

ვწერ ჩემს მამიკოს 🙂 რომელიც წავიდა 11 წლის წინ ჩემგან, არ გარდაცვლილა, სხვაგან წავიდა.

Continue reading

Advertisements

The Notebook ^^ უკვდავი წერილი :)


ჩემო უსაყვარლესო ელი, 

უკვე აღარც ვიცი, რა გითხრა იმის გარდა, რომ წუხელ წამითაც არ მომიხუჭავს თვალი – წუხელ მივხვდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი. მაგრამ ახლა, წარსულში რომ ვიხედები, მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი სხვაგვარად უნდა დამთავრებულიყო.
მე და შენ ძალიან განსხვავებულები ვიყავით. სხვადასხვა სამყაროდან მოვდიოდით, მაგრამ შენ მაინც იქ ქალი აღმოჩნდი, რომელმაც მასწავლა, რა არის ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი. შე მასწავლე, რას ნიშნავს სხვა ადამიანზე ზრუნვა და მისთვის თავდადება. ამით გაცილებით უკეთესი გამხადე, ვიდრე ვიყავი. მინდა, ეს ყოველთვის გახსოვდეს.
იმის გამო, რაც ჩვენ შორის მოხდა, უკეთ არა ვარ. პირიქით, ძალიან ცუდად ვარ, რადგანაც ვიცი, რომ, რაც ჩვენ შორის ხდებოდა, ის იყო და ჭეშმარიტი და ძალიან მიარია, რომ ღმერთმა ის ხანმოკლე ერთად ყოფნის ბედნიერება მაჩუქა. მაგრამ ჩვენი დაშორება საშინელი შეცდომა მგონია. და თუ ოდესმე, ძალიან შორეულ მომავალში, კიდევ გვიწერია შეხვედრა უკვე სრულიად ახალ ცხოვრებაში, აუცილებლად სიხარულით ამევსება გული და გაგიღიმებ, რადგანაც ის ხეების ძირას გატარებული ზაფხული გამახსენდება, ერთმანეთისგან ბევრ რამეს რომ ვსწავლობდით და ერთმანეთი რომ შეგვიყვარდა. ეგებ, სულ ერთი წამით, შენც იგივე გრძნობა დაგეუფლოს, შენც გამიღიმო და ჩვენი საერთო მოგონებების სურნელი შენც იგრძნო მაშინ. 

ძალიან მიყვარხარ, ელი. 
ნოა

დედამიწა? ოხ.. თქვენაირი რომ არის?


 არ ვიცი ამ შუაღამისას რამ მომაგონა პოსტის დადება, მაგრამ ისე ცუდად ვარ, არ შემეძლო ჩემი გრძნობები აქ არ დამეწერა.

Continue reading