ერთხელ ოლიმპოზე


Image 

ჩემს ამ წამიერ მდგომარეობას ავღწერ: ჩაი მიდევს წინ (რა თქმა უნდა უშაქრო), გარეთ დაუნდობლად წვიმს და რაღაც მაღელვებს.
ეს ესაა გავაცნობიერე,რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც საოცრად ჩემიანია, მაგრამ გვერდით არ მყავს. არც მეყოლება.
მოკლედ მოვყვები… ჩვეულებრივად დავდიოდი აქეთ-იქით და გადავწყვიტე ცოტახნით ოლიმპოზე ავსულიყავი (ბერძნული და რომაული მითოლოგია ჩემი უსაყვარლესი სფეროა) ჰოდა, როდესაც ავედი, ქართულ ბლოგს გადავაწყდი და ჰოი საოცრებავ, ქართველის ბლოგი ვიპოვე. რა თქმა უნდა, შევედი. გავოგნდი, ადამიანი ესე ძალიან მგავდეს, ამდენი რაღაც დავიჭირო საერთო არ ვიცი. განსაკუთრებით, ის,რომ არ მინახავს ბიჭი, რომელსაც უყვარდეს ბერძნული მითოლოგია და ჩემნაირად იყოს შეპყრობილი თვიღგანდიდების სენით. მაგრამ, აქ იყო ერთი წინაღობა, შიში, შიში იმისა,რომ არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ბლოგში ჩანდა, მისი ნაწერით, ასევე ერთი ქარაფშუტა “მექალთანეც” იყო. მოკლედ, მაინც შემიყვარდა 😀 ეს არის იყო ერთი ნახვით შეყვარება, ეს იყო, ერთი წაკითხვით შეყვარება. ეს ბიჭი ყოველთვის იქნება ჩემთვის გაიგივებული ზღვასთან,რომ ჩავალ ზღვაზე (ოოო ეს ტავტოლოგიააა) ჩავიფიქრებ.
მაგრამ მალე გამოვედი მისი ბლოგიდან, წავშალე მისამართი ანუ History და ასე დავემშვიდობე მას. 
ამის მერე კი, წვიმაც დაიწყო.. მივხვდი ზევსი დამცინოდა ჩემი სიმხდალის გამო. 🙂